Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემოსავლების სამსახური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ოქტომბერი, 2018 13:39

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე „ომეგა ჯგუფი“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე და მას უახლოესი დღეების განმავლობაში წარადგენს. შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე ოჯთ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ოჯთ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ომეგას“ თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^