„ომეგას“ თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. კომპანიას აქციზური მარკები გუშინ, გვიან ღამით გადასცეს.
ჯერჯერობით უცნობია, განაახლებს თუ არა მუშაობას ტელეკომპანია „იბერიაც“. „ომეგა ჯგუფის“ წევრები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული დაავლიანების დასაფარად მათი ქარხნის ამუშავება იყო საჭირო.
„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროსგან აქციზური მარკების გადაცემას ითხოვდა. ამის პარალელურად კი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად 4 მლნ ლარს სთხოვდა. ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა რამდენიმე ფარული ჩანაწერიც, სადაც სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი, ლევან ყიფიანი და „ომეგას“ თანამშრომლები ზემოხსენებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.