პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას.
„ჩვენ დღეს პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას. მუდმივად ვხედავთ აბსურდულ ჩანაწერებს, ბატონი ოქუაშვილის მიერ გაკეთებულს. როგორც ჩანს, ის ყველაფერს იწერდა. როგორც თქვა, მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერი არ გაუკეთებია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ჩვენ ამ საქმეზე ყველაფერი ვთქვით. ზაზა ოქუაშვილი არის ადამიანი, რომელმაც „ქართული ოცნების" მხარდაჭერით დაიბრუნა ბიზნესი, ტელევიზია და ჩვენ არ ვგავართ სხვა ხელისუფლებებს. დღეს ადამიანი სპეკულირებით და გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბიზნესზე ზეწოლის არც ერთი ფაქტი არ არსებობს,- „არც ერთი შემთხვევა და ფაქტი არ არსებობს პოლიტიკური ზეწოლისა ბიზნესზე, შესაბამისად, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას“.
„ომეგა ჯგუფისა“ და „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონ ლარს სთხოვდა. ფულის გამოძალვის პროცესში, მისივე თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ექსმინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სცემა და ღირსების შელახვით ემუქრებოდა.
ბიზნესმენი „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ ივანიშვილმა მას ყოფილი მთავარი პროკურორი მიუგზავნა, რომელიც შეიარაღებულ პირებთან ერთად შეხვდა და ფულს სთხოვდა.
ოქუაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ექსმინისტრ ლევან ყიფიანს სარდაფში სცემა
„ეს არის ენმ-ის მიერ ატაცებული ბინძური კამპანია“ - კალაძე ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე