სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა. შედეგების მიხედვით, რომელიც 4 საათის მონაცემებს მოიცავს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40 % მიიღო. ასევე 40% მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 10 % მიიღო.
„ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 3%
„შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი - 2%
„გირჩი" - ზურაბ ჯაფარიძე 2%
ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.
„რუსთავი 2" ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებს 22:00 საათზე გამოაქვეყნებს.
გაეცანით, „ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის მეთოდოლოგიას:
„ქართული ოცნების" დაკვეთილი ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3% ვაშაძე - 28.1%
---------------
ამავე კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლი, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საქართველოში 2010 და 2012 წლების არჩევნების დროსაც და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც.
2017 წლის ეგზიტპოლი მეტწილად დაემთხვა საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
გამოკითხვის დროა 2018 წლის 28 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %.