Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნების" დაკვეთილი ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3% ვაშაძე - 28.1%

28 ოქტომბერი, 2018 20:03

რამდენიმე წუთის წინ  პარლამენტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. 

კობახიძის თქმით, შედეგები ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი - 52.3 %

გრიგოლ ვაშაძე - 28.1%

დავით ბაქრაძე - 9.1%

 „ქართული ოცნების" დაკვეთით ეგზიტპოლი „ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა.

პარლამენტის თავმოჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.

„ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ცდომილების ფარგლები არის 2.6 პროცენტი. რაც შეეხება შედეგებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად,  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 %, დავით ბაქრაძე 9.2 %, სხვა კანდიდატები 10.4 %. ასევე,  უნდა გაცნობოთ რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა ,,გირჩის“ კანდიდატი ბატონი ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %, შემდეგ ბატონი შალვა ნათელაშვილი 3.1%

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 %. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს., რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში", - ამბობს კობახიძე.

„რუსთავი 2-ის“ ეგზიტპოლის მიხედვით, მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური

გაეცანით, „ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მეთოდოლოგიას:

„ეგზიტპოლი არის საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვა არჩევნების დღეს, რაც მიზნად ისახავს არჩევნევის შედეგების წინასწარ შეფასებას და მოსახლეობის ელექტორალური მოტივაციების გაზომვას.

ოფიციალური სტრუქტურის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის) მიერ დაფიქსირებულ არჩენების საბოლოო შედეგებთან ეგზიტპოლის საპროგნოზო შედეგების მაქ­სი­მა­ლური მიახლოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამერიკელი სოციოლოგის, ტელეკომპანია CBS-ის არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის დირექტორის, უორენ მიტოფსკის მიერ  სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიით აშშ-ში პირველი კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1972 წელს ჩატარდა. ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდიკა გულისხმობს შემდეგს:

1)      შერჩევის ორეტაპიანი დაკომპლექტება; პირველ ეტაპზე შერჩევის ერთეულია საარჩევნო უბანი, ხოლო მეორე ეტაპზე – ამომრჩეველი.

2)      საარჩევნო უბნების შერჩევაც, თავის მხრივ, ორეტაპიანი პროცედურაა. პირველ ეტაპზე ხორციელდება საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია არჩევნების თავისებურებათა ამსახველი ერთი ან რანდენიმე ნიშნის მიხედვით. ამ ნიშნების არჩევა ეფუძნება წინა წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების ამსახველ სტატისტიკურ მასალას, აგრეთვე, კომპანიის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებს. მეორე ეტაპზე შერჩევის დაკომპლექტება ეფუძნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპს.

3)      საარჩევნო უბნის გამოსასვლელთან რესპონდენტთა შერჩევის ბიჯის გაანგარიშება. ბიჯი გა­ნი­საზღვრება, როგორც საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩებელთა საერთო რაოდენობის შეფარდება ამ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვთან.

4)      მონაცემების ოპერატიული გადაცემა მონაცემთა დამუშავების ცენტრისათვის.

საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია აგრეთვე ეფუძნება შიდაკლასტერულ კოეფიციენტს (ICC), რომელიც გამოიყენება ეგრეთ წოდებული „დიზაინის ეფექტის“ (DEFF) გამოსათვლელად. DEFF არის როგორც ICC-ის, ისე თითოეულ საარჩევნო უბანში ინტერვიუთა რაოდენობის  (m) ფუნქცია:  .

 

„ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ეგზიტპოლი ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა ) 100 საარჩევნო უბანში.

რაც შეეხება თითოეულ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვს და ბიჯს (ვთქვათ,საარჩევნო უბ­ნი­დან გამოსული ყოველი მე-5, ყოველი მე-6 და ა.შ), გათვალისწინებულ იქ­ნა შემდეგი სტა­ტის­ტიკური მონაცემები:

1) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების თა­ნახ­მად, საარჩევნო უბან­ზე ნამდვილი ბიულეტენის საშუალო მაჩვენებელმა 440 შეადგინა;

2) ბოლო წლე­ბის ეგზიტპოლების შე­დეგების თანახმად, არჩევნების დღეს ინტერვიუზე საშუალოდ საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომ­რჩეველთა 60% თანხმდება. შესაბამისად:

ბიჯი

თითოეულ საარჩევნო უბანში ინტერვიუს ჩატარების მცდელობა

ჩატარებული ინტერვიუ თითოეულ უბანში

სულ გამოკითხული

ამომრჩეველი

შიდა კლას­ტე­რული  კოეფიციენტი

ეფექტური შერჩევის ზომა

დასაშვები ცდომილება

სანდოობის ინტერვალი

5

88

53

5,280

3.64

1,451

1.3%

2.6%

6

73

44

4,400

3.20

1,375

1.3%

2.6%

7

63

38

3,771

2.89

1,307

1.4%

2.7%

8

55

33

3,300

2.65

1,245

1.4%

2.8%

9

49

29

2,933

2.47

1,189

1.4%

2.8%

10

44

26

2,640

2.32

1,138

1.5%

2.9%

ამრიგად, შეირჩა „5“-ის ტოლი ბიჯი.  ამ ბიჯისათვის სანდოობის ინტერვალი 2,6%-ს შეადგენს. წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა, 7:00 საათისთვის გამოკითხულ 5124 ამომრჩეველთა მოსაზრებებს.

ეგზიტპოლი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპროექტმა“;

ეგზიტპოლი ჩატარდა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

დასმული კითხვები:

გთხოვთ მითხრათ, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა?

1

მიხეილ ანთაძე

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

2

დავით ბაქრაძე            

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

4

ვახტანგ გაბუნია

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

5

გრიგოლ ვაშაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

10

შალვა ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

13

ზვიად მეხატიშვილი

საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია

17

გიორგი ლილუაშვილი

საქართველო

18

აკაკი ასათიანი

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

21

კახა კუკავა

თავისუფალი საქართველო

22

ოთარ მეუნარგია 

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

23

ირაკლი გორგაძე

მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

25

დავით უსუფაშვილი

თავისუფალი დემოკრატები

27

ზვიადი ბაღდავაძე

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო

28

მიხეილ  სალუაშვილი

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

30

ზვიად იაშვილი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

31

თამარი ცხორაგაული

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

35

გელა ხუციშვილი

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

36

ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი

40

ლევან ჩხეიძე

ახალი ქრისტიან-დემოკრატები

48

სალომე ზურაბიშვილი

დამოუკიდებელი

49

ბესარიონ თედიაშვილი

დამოუკიდებელი

51

გიორგი ანდრიაძე

დამოუკიდებელი

58

კახაბერ ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი

62

ვლადიმერ ნონიკაშვილი

დამოუკიდებელი

65

თეიმურაზ შაშიაშვილი

დამოუკიდებელი

88

ყველა გადავხაზე

99

უარი პასუხზე

რესპონდენტის სქესი:(ვიზუალური შეფასება)

  1. ქალი;
  2. კაცი

რესპონდენტის ასაკი:(ვიზუალური შეფასება)

  1. 18-34 წლის;
  2. 35-54 წლის:
  3. 55 და მეტი წლის", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^