„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის #59 ოლქში დათვლილია 30 საარჩევნო უბანი. ოცდაათივე უბანში გრიგოლ ვაშაძე იგებს.
ქუთაისში სულ 124 უბანია.
ცესკოს გვერდზე საარჩევნო უბნებიდან შესული ოქმები იტვირთება. საქართველოში სულ 3700 მეტი უბანია. ჯერჯერობით, 50-მდე უბნის შედეგია ცნობილი. აქედან, თბილისში მხოლოდ 6 უბნის შედეგია ატვირთული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე.
ამ ეტაპზე ცესკოს მიერ 100-მდე უბანია დათვლილი.