მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში.
კანონპროექტში ვკითხულობთ, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა- ნაგებობებში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ამ სამართალდარღვევას, მაშინ ჯარიმა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანის მოხმარება ასევე იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.
წაიკითხეთ ვრცლად კანონპროექტის შესახებ ბმულზე;
მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი
ქუჩაში, პარკში, კაფეში მარიხუანის მოხმარება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება - კანონპროექტი