„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს", - განცხადება, „კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას შვილმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოგა გულორდავამ.
„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს. ეს ცნობილი ფაქტი იყო მანამდე, კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი... ეს მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოსაც და საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს მის ბრალეულობასაც, არა ბრალეულობასაც,“ - განაცხადა „რუსთავი 2-ს“ გოგა გულორდავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავეს
უწყების ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით). აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.