Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავეს

01 ნოემბერი, 2018 17:08

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ,   ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის  და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500  აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი  განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის  მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების  ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია“, - აცხადებენ სუს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით). აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება 2018 წლის სექტემბერში დაიწყო.

სუს: ზუგდიდის ყოფილი მერის სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გოგიას გადადგომის შემდეგ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა სავარაუდოდ, მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ „კურიერის“ აღმოაჩნდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერის გამო დატოვა - „რუსთავი 2“

ტელეკომპანიამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირტია საუბრობენ.

„კვირტია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირტია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირტია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირტია:  არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირტია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირტია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?" - ჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავის 2-მა“ მოიპოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^