Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვანო მერაბიშვილი: მე შეწყალება არ მჭირდება

02 ნოემბერი, 2018 16:16

„მე შეწყალება არ მჭირდება“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.  

„არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც, სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც „ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - წერს ვანო მერაბიშვილი. 

ბაჩო ახალაია: მე არ ვაპირებ, მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^