Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა - უფლებადამცველები კანონის საჭიროებაზე საუბრობენ

02 ნოემბერი, 2018 21:59

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი 5-დან 3 შემთხვევაში დადასტურდა. 

ანა აბაშიძის თქმით, 2 საქმეზე ომბუდსმენს არ უთქვამს, რომ სექსუალური შევიწროება არ დადგინდა. მისი თქმით, ამ ორი საქმის შესწავლა შეწყდა იმიტომ, რომ მომხდარიდან დიდი დრო იყო გასული და საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა. 

ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა - PHR

აბაშიძე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა არა კონკრეტული სახელი და გვარია, რომელიც ქალებს ავიწროებს, არამედ ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადამიანებს შევიწროებისგან დაიცავს. 

„მიუხედავად ძალიან მძიმე, ემოციური თვალსაზრისით ძალიან რთულად გადასატანი ისტორიებისა, რომელზეც საზოგადოება საუბრობდა თვეების განმავლობაში, ამ ქალების მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეჩვენებინა საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ადამიანმა იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგრამ მიუხედავად ამ საკანონმდებლო ვაკუუმისა, მათ პრაქტიკულად გმირობა გამოიჩინეს, ის ემოციები და ის ტრავმები, რომლებიც განიცადეს და მოუწიათ იმავეს გავლა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, უკან არ დაიხიეს და დღეს დადგა ის შედეგი, რომლისაც ჩვენ ყველას გვჯეროდა“, - განაცხადა ანა აბაშიძემ

PHR-ის წარმომადგენლის, ანა თავხელიძის თქმით, ომბუდსმენის გადაწყვეტილება პრეცედენტული და მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ „ზოგადად ქალთა სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ძალიან მაღალ სტანდარტს აწედებს არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებშიც კი“. 

თავხელიძის თქმით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ ზვიად დევდარიანი არის საჯარო პირი, შესაბამისად თავისი საზოგადოებრივი თუ პროფესიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ამ გარემოებას იყენებდე სექსუალური შევიწროების განსახორციელებლად, ეს საკმაოდ გარკვევით უწერია სახალხო დამცველს

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ დააჩქაროს კანონპროექტზე მუშაობა „რადგან ამ საქმემაც გამოაჩინა, რომ ჩვენ ამ კანონის გარეშე ძალიან გვიჭირს უფლებადმცველებსაც და ქალებსაც, საქმეების წარმოება და მით უმეტეს ქალებს უჭირთ ამ პროცესების მოგება“

იდა ბახტურიძე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება წლის ბოლომდე მოხდება. 

თათია სამხარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას. სამხარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მე-5 ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის“ განცხადებით, მიღებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის არ არის აუცილებელი მოტივის არსებობა, არამედ, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად.  

„სახალხო დამცველის განმარტებით, ზვიად დევდარიანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი სექსუალური ქცევა - კომენტარი თუ შეხება, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი ყოფილიყო განმცხადებელთათვის. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, სამივე განმცხადებელთან მიმართ ზვიად დევდარიანის ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი სექსუალური შევიწროების ვარაუდის გასაქარწყლებლად“, - აცხადებს საია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^