ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1 ნოემბერს დააკავა.
„თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში", - ასე მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე.
პროკურორის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.