Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CIDA დევდარიანის მხრიდან ქალების შევიწროების საქმეზე ომბუდსმენის დასკვნას ეხმიანება

12 ნოემბერი, 2018 23:21

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების შესახებ სახალხო დამცველის დასკვნაზე განცხადებას ავრცელებს. 

ომბუდსმენის დასკვნით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდა - PHR

"არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 2 ნოემბრის განცხადებას, ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მისამართით, სამ საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით; ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია დასკვნაში აღწერილი შემთხვევები და სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა.

აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს სიდაში და არ აქვს  კავშირი ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან.

ორგანიზაციისთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, მათ შორის, სექსუალური შევიწროება. ეს ეწინააღმდეგება სიდას მისიას, ღირებულებებსა და სამუშაო გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ვაცნობიერებთ, რომ როგორც ორგანიზაციას, რომელიც წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად,  გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები, ბენეფიციარები, და სხვა დაინტერესებული მხარეები სექსუალური შევიწროებისგან და სხვა სახის ძალადობისგან.

სწორედ ამიტომ, სიდამ გადადგა დამატებითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი; გადაამზადა თითოეული თანამშრომელი აღნიშნული მიმართულებით; ასევე, გააძლიერა მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.

სიდა წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტი ქალების იურიდიული დახმარება; ქალი მეწარმეების, იძულებით გადაადგილებული პირების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების პროფესიული განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და მათი ბიზნეს იდეების მხარდაჭერა; ბიზნეს სექტორში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვა.  

ორგანიზაცია განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა გაძლიერების თემაზე და ღიაა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^