ხადის ხეობაში რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები პრესკონფერენციას მართავენ.
ადვოკატები პროკურატურის მხრიდან მახლაზ კობაურისთვის ბარლის დამძიმების საკითხზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები.
პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძმდა და მას ასევე ბრალად ედება ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებაში მოკვლა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.
პროკურატურა: მალხაზ კობაურს გაუპატიურების მუხლით ბრალდება დაუმძიმდა
მალხაზ კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალის დამძიმებასთან ერთად პროკურატურამ დანაშაულის მოტივიც შცვალა. მისი თქმით, თუ მანამდე იყო გაბრაზების და კონფლიქტის შედეგად დანაშაულის ჩადენა მოტივად, ახლა პროკურატურამ მოტივი შეცვალა და ქალთან სექსუალური კავშირის დამყარება მიიჩნია დანაშაულის მოტივად.
ადვოკატის თქმით, 19 ნოემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების დაშვებასთან ერთად, ნაფიცმსაჯულების საკითხზეც იმსჯელებენ.