საქართველომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს უფრო მკაცრი მექანიზმები აღმასრულებელი ხელისუფლების საკონტროლებლად, მათ შორის პარლამენტის წევრების მანდატის მეშვეობით, რომელიც მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მათთვის კითხვების დასმას გულისხმობს - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი „ასოცირების შეთანხმების" შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს. ამ კონტექსტში ევროპარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საპარლამენტო ოპოზიციის როლზე ამახვილებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რომ ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად საქართველოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დანიშვნა სჭირდება.
„ამდენად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროინტეგრაციაზე მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებს ყველა სამინისტროში საჭირო რაოდენობის კვალიფიციური კადრები ეყოლება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად კვალიფიციური კადრების დანიშვნაა საჭირო