ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ, მიუთითებს, რომ ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად საქართველოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დანიშვნა სჭირდება.
„ამდენად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროინტეგრაციაზე მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებს ყველა სამინისტროში საჭირო რაოდენობის კვალიფიციური კადრები ეყოლება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
აქვე იგი მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროკომისიას, საქართველოში ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საკითხებზე მომუშავე პირების გადამზადებაში დაეხმაროს ქვეყანას.
ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის დრაფტი განსაკუთრებულ ყუარდღებას ამახვილებს რამდენიმე კირტიკულ საკითხზე: იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომის სტანდარტების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაციის საკითხების ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ზომებს მიმართოს - ამის შესახებ „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას ზოგადად პოზიტიურად აფასებს, თუმცა აქვე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, უფრო ძლიერი პოლიტიკური ზედამხედველობა გაუწიოს შეთანხმების შესრულებას.
ანგარიში კრიტიკულად აფასებს საქართველოს სხვადასხვა სფეროში და ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. წაიკითხეთ მეტი ანგარიშის შესახებ ბმულებზე:
ევროპარლამეტი: აუცილებელია უფრო მკაცრი მექანიზმი საქართველოს მთავრობის საკონტროლებლად
ევროპარლამენტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში
ევროპარლამენტი: თურქეთი საქართველოში IBSU-ზე წნეხს ახორციელებს
ევროპარლამენტი მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის ზომები მიიღოს
ქალები, ლგბტ ადამიანები, ეთნიკური და სხვა უმცირესობები ევროპარლამენტის ანგარიშში
ევროკავშირი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგია შეიმუშაოს
ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის შექმნის იდეას მიესალმება