Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის ზომები მიიღოს

14 ნოემბერი, 2018 15:25

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ, საუბარია საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასა და გამოწვევებზე. მასში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა უფრო მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გახდა.

თუმცა ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისთვის არასაკმარის გარანტიებზე და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისთვის ყველა საჭირო ზომა მიოღოს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერებით. 

ევროპარლამენტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის პოლიციასა და უსაფთხოების სამსახურებისაც სჭირდებათ. ასევე, ხელი უნდა შეეწყოს მოსამრთლეთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობას.

ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად კვალიფიციური კადრების დანიშვნაა საჭირო

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ, რამდენიმე კრიტიკულ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება: ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შტრომის სტანდარტების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაციის საკითხების ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ზომებს მიმართოს - ამის შესახებ „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას ზოგადად პოზიტიურად აფასებს, თუმცა აქვე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, უფრო ძლიერი პოლიტიკური ზედამხედველობა გაუწიოს შეთანხმების შესრულებას.  

ევროპარლამენტში თქვეს, რომ კორუფციასთან ბრძოლით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^