Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი: თურქეთი საქართველოში IBSU-ზე წნეხს ახორციელებს

14 ნოემბერი, 2018 14:27

„ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ თავის მოქალაქეებზე მიმართავს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტზე წნეხი, სავარაუდოდ, გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო ხორციელდება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს შემთხვევა კარგად შეისწავლოს და უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ მიიღება, სრულიად შეესაბამებოდეს ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წნეხთან გამკლავებაში, რომელსაც, მათ წინააღმდეგ, ბოლო თვეებია თურქეთი ახორციელებს. 

ევროპარლამეტი: აუცილებელია უფრო მკაცრი მექანიზმი საქართველოს მთავრობის საკონტროლებლად

ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად კვალიფიციური კადრების დანიშვნაა საჭირო

ვიდეო ►„არ დაუშვა განათლების შეზღუდვა!“ - იბსუ-ს სტუდენტებმა სამინისტროსთან აქცია გამართეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^