Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►„არ დაუშვა განათლების შეზღუდვა!“ - იბსუ-ს სტუდენტებმა სამინისტროსთან აქცია გამართეს

10 სექტემბერი, 2018 18:52

„არ დაუშვა განათლების შეზღუდვა!“ - იბსუ-ს სტუდენტებმა სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტისათვის ერთი წლით პირველკურსელების მიღების შეზღუდვის თაობაზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე. თუმცა აქციის მონაიწლეები აცხადებენ, რომ სანიკიძის გათავისუფლება საკმარისი არაა და მოითხოვენ უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს არ განუმარტავს უკავშირდება თუ არა თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მან თქვა, რომ ცვლილებები სამინისტროს სტრუქტურული რეფორმის ნაწილია. სანიკიძის გარდა თანამდებობიდან გათავისუფლდა სსიპ-ების ხელმძღვანელები, ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია. 

მიმინოშვილი, სანიკიძე და სხვები - განათლების მინისტრმა სსიპის დირექტორები გაათავისუფლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძალა. უნივერისტეტის შეფასებით, საბჭოს მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საბჭოს გადაწყვეტილება აქციებით აპროტესტებენ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმე - რევაზ ხოფერიას სამართლებრივი შეფასება

შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა

„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე

განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან

სახელმწიფო რეპრესიები აზიანებს ქვეყნის განათლების სისტემას - CDI-ის და CCIIR-ის განცხადება

ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^