დღეს სალომე ზურაბიშვილის ახალი საარჩევნო ვიდეორგოლი გავრცელდა. ოფიციალურად დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსის მქონე ზურაბიშვილის ვიდეორგოლში სულ 5 პოლიტიკოსი მიმართავს საზოგადოებას, მაგრამ მათ შორის არაა სალომე ზურაბიშვილი.
დღეს ქუჩებში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებია გამოსახული.