Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე გამოძიების დასრულებამდე აცხადებს, რომ ქართველებს ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგომა არ მოუწევთ

16 ნოემბერი, 2018 12:51

დღეს ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, - „თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ“.

„ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს საზოგადოებისა და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.

მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან. სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა მოაწყვეს ქართულ მიწაზე. ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა უკვე მათთვის ჩვეული ტვინის გამორეცხვით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას. ამ პრინციპზეა აგებული მთელი მათი პროპაგანდა“, - განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისი მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს. 

ICC 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სავარაუდოდ, ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობს. მისი მიზანია კონკრეტული დამნაშავეების გამოკვეთა.

ფატუ ბენსუდას სტატია Guardian-ზე: რატომ იძიებს სასამართლო ომის დანაშაულს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^