Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოცირიძე: ბანკებმა აქამდე დაახლოებით 600 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალი ჩამოწერეს

19 ნოემბერი, 2018 12:31

„გაუგებარია, რას აკეთებს „ქართუ“. საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც 2000 ლარამდეა. ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას ბანკები ყოველწლიურად ახდენდნენ", - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვალების განულების შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას აფასებს.

გოცირიძემ მედიას კონკრეტული მონაცემები გააცნო: „შარშან 77 მილიონი უიმედო ვალი ჩამოეწერა, 2016 წელს - 55 მილიონი. კომერციულმა ბანკებმა დაახლოებით 600 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალი ჩამოწერეს“.

გოცირიძის აზრით, „ქართუ ფონდი“ მილიარდ-ნახევარ ლარს არ გადაიხდის. ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს არ იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ბანკები მის რესტრუქტურიზაციას ისედაც აკეთებდნენ.

„რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? როდესაც [სააკაშვილი] იქ არის, ამას აკეთებს, აქ რომ ჩამოვა რას გააკეთებს?!" - აცხადებს გოცირიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^