Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ინაშვილო, შენ პანიკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი" - თემირლანის დედა

25 ნოემბერი, 2018 18:19

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ  სიტყვით გამოსვლისას ირმა ინაშვილს მიმართა. დღეს 3 საათზე თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის"ორგანიზებით აქცია გაიმართა. 

"რომ არა ეს ხელისუფლება თემირლანი 20 წლის გახდებოდა. ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება. ძირს მკვლელები! თუ გულით გაქვთ, თუ ოდნავ ნამუსი გაქვთ, თქვენ ყველა აქ უნდა იყოთ. გავიგე დღეს აქ აქცია იმართება ინაშვილის მიერ. ინაშვილო, შენ პანიკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩათ შენ ქალობას, ყოჩაღ შენ დედობას. დედამ იცის შვილის ტკივილი რა არის და ყველა დედა ჩემს გვერდით უნდა იყოს." - მიმართა სიტყვით აქციის მონაწილეებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა. 

დღეს თბილისი ორი აქცია გაიმართა. 

პარლამენტის შენობასთან აქცია "დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა" გაიმართა. 

თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ასოციაციის" ორგანიზებით აქცია "არა ნაციონალებს" გაიმართა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^