„ძალა ერთობაშიას“ ვებგვერდზე, სადაც დილის 8 საათიდან ამ დრომდე 188 შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული, ერთ-ერთი დამკვირვებელი გურჯაანის #28 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის ღიად გამოტანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევებს უბანზე მასობრივი ხასიათი აქვს.
მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაციას დამკვირვებლები გურჯაანის კიდევ ორ, #12 და #04 უბანზე ავრცელებენ. საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ასეთი დარღვევა კიდევ შვიდ უბანზე დაფიქსირდა, როცა ამომრჩეველს ღია ბიულეტენი გამოაქვს და კონკრეტული ორგანიზაციის დამკვირვებელს აჩვენებს.
გურჯაანში შემოხაზული ბიულეტენების დამკვირვებლებისთვის ჩვენების გამო 2 საჩივარი დაიწერა