Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნათელაშვილი: ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მე არ დამიჭირა მხარი

29 ნოემბერი, 2018 13:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა.

„ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის ისტორიაში არნახული მასშტაბის მოსყიდვას. შეგვიძლია, მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, მხოლოდ ქარიზმატული ლიდერი შეძლებდა დაპირისპირებას, როგორადაც თავის თავს მოიაზრებს და მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანება საბედისწერო შეცდომა იყო.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, მან შესთავაზა სააკაშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნათელაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ასე არ მოხდა და ვაშაძისთვის მხარდაჭერით ქვეყანა ისევ ბიძინა ივანიშვილს დაუტოვეს ხელში.

„ჩემი არჩევა 24 საათში დაასრულებდა ოლიგარქიულ-კრიმინალურ რეჟიმს და ქვეყანა ავიდოდა იქ, სადაც მისი ადგილია“, - თქვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის აზრით, ახლა ერთადერთი გამოსავალი იქნება ორ თვეში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების და 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ამის მისაღწევად კი რადიკალური გზაა საჭირო - მასობრივი საპროტესტო აქციები და ივანიშვილისთვის უცხოურ ბანკებში ანგარიშების გაყინვა.

„ან მოქმედება, როგორც დიდი ილია ამბობდა, ან ის ჭაობი, რომელშიც ჩვენ ვართ. მე ვფიქრობ, მოქმედება არის ქართველი ხალხის ისტორიული ფუნქცია“, - თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

საპროტესტო აქციებისა და დაუმორჩილებლობისკენ გაერთიანებულ ოპოზიციას გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მაგრამ ოპოზიციაში ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. გიორგი ვაშაძის თქმით, დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დრო და ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^