Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუმ წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - სადამკვირვებლო მისია

29 ნოემბერი, 2018 15:56

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს (OSCE),  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურის შესახებ წინასწარი მოხსენება წარმოადგინეს. 

წინასწარი დასკვნა არჩევნების პერიოდში მედიაგარემოსაც ეხება. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ. 

სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დაკსვნაში წერია, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება“. 

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ. თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. კერძო მედიასაშუალებები კვლავ ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას და რეპორტაჟებში ღიად წარმოაჩენდნენ მიკერძოებულობას. რამდენიმე მათგანმა მეორე ტურის წინ უფრო თამამად გააჟღერა თავისი პოლიტიკური პოზიცია“, - წერია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნაში.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცათ, თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველსმოკლებული უპირატესობით.

რა ხარვეზები დაინახეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^