Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: ეს იყო ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის

29 ნოემბერი, 2018 16:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა.

NDI–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები - რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა.

„ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება „სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” (რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება) და 3 „მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” (რომელიც ყოფილ პრემიერ მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება) შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არცერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა. ორივე კამპანიის ლიდერები აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ნეგატიური, პოლარიზებული და ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ისინი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ", - წერს NDI.

ანგარიშში ასევე შეეხო მედიაგარემოს. შეფასებაში ვკითხულობთ, რომ პირველ ტურთან შედარებით ზოგიერთმა მაუწყებელმა პარტიული პოზიციები უფრო ღიად გამოხატა. 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა" გამოაცხადა, რომ ჩვეულ საეთერო ბადეს შეცვლიდა, რათა ვაშაძის კანდიდატურის თავდასხმაზე ყოფილიყო ორიენტირებული და განაცხადა, რომ „იმუშავებდა იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი".

„იმედმა" საკუთარი რეგულარული ტოქ–შოუ, იმედი ლაივ, იმისთვის გამოიყენა, რომ ხალხი ვაშაძის გამარჯვების საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა და ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა გამოეხატა. თავის მხრივ, რუსთავი 2–მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაუწყებლობა გააგრძელა: დაიწყო სპეკულაცია კანდიდატის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეთერში წინააღმდეგობრივი კადრები გაუშვა, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ზურაბიშვილის ტანსაცმელში გამოაწყვეს (როგორ ერთგვარი დაცინვა ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოს ქართული ოცნების ლიდერების ფოტოებით ჩანაცვლების გამო). ქვეყნის მთავარი სატელევიზიო მაუწყებლების არსებითად კამპანიის ინსტრუმენტად გადაქცევამ კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა შეზღუდა. მეორე ტურის წინ დებატები არ ჩატარებულა.

----

NDI-ის დელეგაცია თბილისში 26 ნოემბერს ჩამოვიდა. 27 ნოემბერს NDI-ის ექვსი სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით ხუთ რეგიონში გაემგზავრა. არჩევნების დღეს NDI ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს დააკვირდა.

NDI: შევესწარით, როგორ ღიად ცდილობდნენ კომისიის წევრები 7 ან 8 ბიულეტენის 10-ად გასაღებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^