Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI-ის რეკომენდაციები ხელისუფლებას - სადამკვირვებლო მისიის ანგარიში

29 ნოემბერი, 2018 18:21

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა.

NDI: ეს იყო ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის

ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები.

ორგანიზაცია წერს, რომ NDI-ის მიერ წინა არჩევნებზე გაცემული რიგი რეკომენდაციები შესრულდა, თუმცა საქართველოში არჩევნების გაუმჯობესებისათვის მეტი უნდა გაკეთდეს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში არჩევნების ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის - შევიწროებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბის განსაზღვრა რთულია და შესაბამისად რთულია რეაგირებაც ამ დარღვევებზე, რადგან ხშირად მსხვერპლი არ საუბრობს, მტკიცებულებების მოპოვება რთულია. ასევე,მოქალაქეებს არ აქვთ ნდობა, რომ გამოძიება მიუკერძოებელი და სამართლიანი იქნება.

„ქვეყანაში, სადაც დასაქმებულების თითქმის ნახევარი სახელმწიფო სექტორში მუშაობს,“ - ვკითხულობთ ანგარიშში. 

„ამომრჩევლის ქცევაზე გავლენის მოხდენის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ეს პრობლემა მთავრობის მხრიდან სერიოზულ და პროაქტიულ ჩართულობას მოითხოვს, რათა ცხადად დადგინდეს განსხვავება მმართველობასა და კამპანიას შორის და ყველა დონეზე საჯარო მოხელეების განათლებაში ინვესტიცია ჩაიდოს.” - ვკითხულობთ ანგარიშში.

NDI-ის დელეგაცია დაუყოვნებლივ შესასრულებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

● საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროს გამოვლენილი სერიოზული დარღვევები გულდასმით უნდა გამოიძიოს;

● ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დროულად დაისაჯონ, რათა ამით მსგავს შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი გზავნილი იყოს გაგზავნილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე:

● ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშაონ;

● პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, რომლითაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;

● NDI-ის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებასა და წინა ანგარიშებში რეკომენდებული საკანონმდებლო ცვლილებების (მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის დაბალანსებასთან დაკავშირებით) გარდა, მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არჩევნების მეორე ტურის კამპანიასა და თარიღს დააზუსტებს, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და პროცესებში პოლიტიკური ჩარევის აღქმა;

● მედიაგარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები, რომ შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის გაუმჯობესებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^