Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიხუანის მოხმარების დასარეგულირებლად შსს-ს კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო

30 ნოემბერი, 2018 18:37

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა

შსს-ს ცნობით, ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:

• იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;

• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;

• მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეების, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;

• მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;

• გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;

• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი

ქუჩაში, პარკში, კაფეში მარიხუანის მოხმარება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება - კანონპროექტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^