„არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება“ - განაცხადა ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა.