Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტროს განმარტება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე

03 დეკემბერი, 2018 13:36

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.

სამინისტროს ცნობით, სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორი, ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, სამინისტროს განმარტებით, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს

გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ბაჩუკი ქარდავამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათი მხარდამჭერის დედას, რომელიც ზუგდიდში მე-6 საჯარო სკოლის დირექტორია, პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ, რის გამოც მან ინერვიულა და ინსულტი მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^