დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი გაიმართა. არსებითი განხილვის მოსამართლემ დღეს პირველად განიხილა აღნიშნული საკითხი. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე განრიდების მოტივით პროკურატურას გადასცა. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო.
ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ დარბაზის გარეთ შეკრებილ ბრალდებულის მხარდამჭერებს სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო.
საპროცესო კანომდებლობით განრიდება ასეა განმარტებული:
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:
ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
•არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;
•არასრულწლოვანს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
•არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს;
•პროკურორის შინაგანი რწმენით და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საჯარო ინტერესი.
„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დაესხა თავს 17 მაისს ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი.
პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი წაუყენეს
პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი არ წაყენებია