ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია იმარტება, რომელზეც მოძრაობის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები გუნდის ხედვებსა და სამომავლო გეგმებს აცნობენ საზოგადეობას.
მათი თქმით, სამოქალაქო მოძრაობის მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენის მეშვეობით და ადამიანებისთვის პერსპექტივის შეთავაზება, ინოვაციების დანერგვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გზით,.
ელისაშვილის თქმით, მოძრაობის მიზანია „აჩვენოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი და მოქალაქე".
„მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდა, მთავრობის კონტროლი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ". - ამბობს ელისაშვილი „ლიბერალთან“ ინტერვიუში.
ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. - „თუმცა, ახლა პირველივე მიზანი არ არის, რომ არიქა, გავექანოთ და აუცილებლად არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უფრო დიდ მიზნებს ვისახავთ. ეს არის მოქალაქეებში რწმენის გაძლიერება და ის, რომ მათ დაინახონ პერსპექტივა. ასეთი არაჩვეულებრივი ქვეყანა და, გადაუჭარბებლად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ხალხი, არ შეიძლება ასეთ სიღატაკეში იყოს. ეს ჩვენი ბრალია. ამის დაძლევა გვინდა".
მისივე თქმით, „თუ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად, მესამე ძალობას და მაჩანჩალობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, რომ ეს იყოს პირველი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა".
უფრო ვრცლად მოძრაობის გეგმებზე წაიკითხეთ „ლიბერალთან" ინტერვიუში.
სამოქალაქო მოძრაობა ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდიდან ფინანსდება.