„გაერთიანებული ოპოზიცია“ თელავში 16 დეკემბერს აქციას გამართავს,- ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეგონა 8 000-ზე მეტი მოქალაქის აზრი, შევთავაზეთ კომპრომისზე დაფუძნებული წინადადება. ხელისუფლებამ კი სრულად უგულებელყო ეს შეთავაზება. ვინაიდან ხელისუფლებამ ყურთ არ იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, 16-ში გავმართავთ მშვიდობიან აქციას თელავში. ეს იქნება მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას. ნუ დაიწყებენ ისევ ვაი-ვიშს, ადგილის ცვლილებას. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგონოს გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.