თათია სამხარაძე Facebook-ზე წერს, რომ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოც მოუგო.
„თამარ სამხარაძის საქმე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ” ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც „საფარის“ განცხადებით, თამარი მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვას მხრიდან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თამარის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. აღნიშნული ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს, რაც შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
„საფარი“ აცხადებდა, რომ ეს იყო „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ”, „იგი გამოხატული იყო შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური კავშირის დამყარების შეთავაზებაში კარიერული წინსვლის და მფარველობის სანაცვლოდ. სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ შეთავაზებამ თამარი იძულებული გახადა, სამსახურიდან წასულიყო. სექსუალური შევიწროების შემთხვევაში განსაკუთრებით რთულია მტკიცებულებების მოპოვება, რადგან, როგორც ეს თამარის შემთხვევაში მოხდა, სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ შეთავაზება გაკეთდა განმარტოებით, მოწმეების გარეშე. შესაბამისად, თამარს ჰქონდა ერთადერთი გზა სიმართლის დასამტკიცებლად – ფარული აუდიო ჩანაწერის გაკეთება“.
3 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმადაც, შალვა რამიშვილს, ყოფილი თანამშრომლისთვის, თათია სამხარაძისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.