Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობერიძე დეპუტატებს მოუწოდებს, დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა, რაც შეიძლება, სწრაფად განაახლონ

12 დეკემბერი, 2018 14:08

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე დეპუტატებს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა, რაც შეიძლება, სწრაფად განაახლონ.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო რაღაც საკითხებზე შეთანხმება, უწყებებთან გავლა, შეჯერება და ა.შ. ძალიან გაიწელა და რიგი მიზეზების გამო, გარკვეულწილად, გადაიდო ჩვენი სამუშაო რეჟიმიდან. მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, პარლამენტის აბსოლუტურად ყველა წევრს, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად განვაახლოთ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის ფორმატებში - იქნება ეს კომიტეტების ფორმატები თუ უმრავლესობის ფორმატში განხილვა ერთ-ერთ საკითხად. მეც დავაყენებ [საკითხს], რომ შეტანილი იქნას [დღის წესრიგში]“, - აღნიშნა კობერიძემ.

მისი თქმით, „თუ გვინდა, რომ ნარკოპოლიტიკაზე საბოლოოდ საზოგადოებაში წინ გადაიდგას ნაბიჯები, ეს კანონპროექტი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ დასასრულამდე“.

„უნდა შევჯერდეთ და უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. რადგან ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი ჟღერდება - ჯანდაცვითი კუთხით იქნება ეს, სოციალური, ცხოვრების ჯანსაღი წესის თავლსაზრისით, კრიმინოგენური სიტუაციის, ადამიანების სიკვდილობასთან დაკავშირებით თუ ასე ა.შ. მნიშნველოვანია, რომ ეს კანონპროეტი მიიღოს პარლამენტმა და ეს კანონპროექტი უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა კობერიძემ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ შიგნით არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც უნდა შეჯერდნენ, ამიტომ მოუწოდებს მათ, რომ აუცილებლად, სასწრაფო წესით განაახლონ მსჯელობა დეკრიმინალიზაციის თაობაზე.

კობერიძის მოწოდებას უერთდება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. მისი თქმით, აღნიშნული  საკანონმდებლო პაკეტი ასევე მოიცავს რეგულაციების გამკაცრებას სააფთიაქო ნარკომანიასთნ დაკავშირებით, პრევენციის სისტემისა და კომისიების ჩამოყალიბებას.

„ვიმსჯელოთ მეგობრებო, თუნდაც ამ ეტაპზე არ გადაწყდეს, რომ მივიღოთ დეკრიმინალიზაცია, ვიმსჯელოთ იმ ნაწილების მიღებაზე, რომელიც ეხება პრევენციის სისტემას და ა.შ.“, - აღნიშნა ზოიძემ.

-------------

1 წელზე მეტია, რაც კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტი იურიდიული კომიტეტია, რომელსაც ამ დრომდე პროექტზე კენჭი არ უყრია. ამ კომიტეტში კანონპროექტის განხილვაც რამდენჯერმე გადავადდა. ივნისში კანონპროექტის განხილვა კი გაიმართა, თუმცა კენჭისყრა არ გამართულა.  

ნარკოპოლიტიკის პლატფორმის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტი ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებდა. ინიცირებულ ვარიანტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^