
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა - ინცორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიცია ირწმუნება, რომ მოკლულია სწორედ ის პირი, ვისაც სამშაბათის შემდეგ ეძებდნენ - შერიფ შეკატი. პოლიციის განცხადებით, ის ნასამართლევია და ციხეში ყოფნისას რადიკალი ისლამისტი გახდა.
სამშაბათს სტრასბურგში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანთან ახლოს 3 ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა. 11 დეკემბრიდან მას ასობით პოლიციელი ეძებდა.
პოლიცია აცხადებდა, რომ შეიარაღებული პირის ვინაობა მათთვის ცნობილი იყო. ის პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ გაიქცა.
თავდასხმა სტრასბურგში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანთან ახლოს, პოპულარული საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.