საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ჩართული“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ მარგველაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ჯაჯანაშვილი ავრცელებს.
ხვალ, 16 დეკემბერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.
გუშინ ცნობილი გახდა იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც ინაუგურაციაზე ოფიციალური მიწვევა მიიღო. სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია, პრეზიდენტის პროტოკოლმა შეადგინა, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარგველაშვილის პრესსამასახურში უარყოფენ.