შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - განმარტავენ შსს-ში.