ვთვლი რომ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს საპარალამენტო სესიაზე სიარული იმისათვის რომ სამართალი იპოვოს, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას ანგარიშის მოსმენისას.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, რომელზეც მინისტრი გახარია ანგარიშს წარადგენს, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრება.
„დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზში გვესწრება ზაზა სარალიძე, ეს ფაქტი მგონია, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც კითხვის დასმის დროს, ისე პასუხების თვალსაზრისით, ასევე იმ მსჯელობის, რომელიც აქ იმართება ამ თემასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ ჩვენ ჩვენი მხრივ და თქვენ შსს მინისტრი, ვიცი რა თქვენი პრინციპულობისა და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის ერთგულება, აუცილებლად დადგება იმ სამართლის აღსრულების თემა, რომელსაც ეს ადამიანი ეძებს დიდი ხანია“, - განაცხადა კობერიძემ.