
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, სანდრო ბარამიძის თქმით, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა, იუსტიციის სამინისტროში თანამდებობის დატოვების კატალიზატორი სარალიძის საქმე გახდა. მისი თქმით, უთანხმოება ჰქონდა არა ცალკეულ პირებთან, არამედ იმასთან, თუ როგორ იმართებოა საქმეები „ქართულ ოცნებაში“. მისივე თქმით, უწინდელის მსგავსად, ახლაც ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებებს ყველაფრის თაობაზე.
„მაგრამ კატალიზატორის როლი, ცხადია, შეასრულა სარალიძის საქმემ, იმიტომ, რომ სარალიძის საქმემ ყველაფერი ამოაყირავა და თავდაყირა დააყენა და სრულიად თვალსაჩნო გახადა ის ამბავი, რომ სისტემური პრობლემები არსებობს ქართულ სამართალდამცავ სისტემაში“ - უთხრა ბარამიძემ „ლიბერალს“.
მისი თქმით, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა იმის მოთმენა, რომ პროკურატურის საშუალო დონის ჩინოვნიკის სურვილისამებრ წარიმართება საქმეები და არა ისე, როგორც საჭიროა.
„[...] ხელი დააფარონ ვიღაცას, ან დანაშაული გადააბრალონ სხვას, ის ამას აღწევს და ფაქტობრივად მთელი სისტემა არის ჩარრეული ამაში. ამის მოთმენა იყო აბსოლუტურად შეუძლებელი“ - თქვა ბარამიძემ.
იგი განმარტავს, რომ ცალკე იუსტიციის მინისტრთან პრობლემა არ ჰქონია, არამედსისტემურ პრობლემებს ვერ შეეგუა და აპირებს, „ყველანაირი სამართ₾ებრივი საშუალება“ გამოიყენოს, რათა ეს შეიცვალოს.
„საქართველოში აღარ შეიძლება მოთმენა იმისი, რომ იყოს ვიღაცის ავტოკრატული რეჟიმი. უკვე გამოვიარეთ შევარდნაძის ეპოქა, გამოვიარეთ სააკაშვილის ეპოქა, ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ კუთხით არაფერი შეუცვლია - როგორც ერთი ადამაიანი ღებულობდა გადაწყვეტილებებს ყველაფრის თაობაზე უწინდელ რეჟიმებში, ახლაც ასეა და არ შემიძლია, ამას შევეგუო. საქართველოში ოდესმე უნდა დამყარდეს ჭეშმარიტი ინსტიტუციური დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და სამართალი პოლიტიკას კი არ უნდა დაექვემდებაროს, ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს სამართალს. ქვეყანა უნდა მართოს კანონებმა და არა ცალკე აღებულმა ინდივიდებმა“ - თქვა ბარამიძემ.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას, ბარამიძე პასუხობს, რომ მის საქმიანობას არ შეაფასებს, თუმცა მათი გზები რადიკალურად გაიყო.
სანდრო ბარამიძე „თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა
იგი განმარტავს, რომ „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შეთავაზება მიიღო, პარტიაში გაწევრებულიყო, რასაც დათანხმდა.
„თავისუფალ დემოკრატებს“ შევუერთდი პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მე მაქვს დიდი ხნის პროფესიული ურთიერთბა, რომლებთანაც მე მაერთიანებს საერთო ფასეულობები, საერთო ხედვა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა დემოკრატიის დამკვიდრების და გამყარების თვალსაზრისით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტურუქტურებში გაერთიანების თვალსაზრისით მე მაქვს აბსოლუტური თანხვედრა შეხედულებებში ამ ადამიანებთან. თავისუფალი დემოკრატობის იდეაც ძალიან მომწონს. ყველა ამ მიზეზის გამო გადავწყვიტე, გავწევრიანდე ამ პარტიაში“ - თქვა ბარამიძემ.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავებდა.
ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა