Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა - სოფო კილაძე

24 დეკემბერი, 2018 19:53

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. 

„გამჭვირვალობა ზოგადად  ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და უნდა ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე. ბუნებრივია, პარლამენტს საყვედური არ ეთქმის და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. 

სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა. ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს და ეს პირდაპირ ციფრებში არის გამოხატული. ეს არის ფაქტი - სასამართლო არის დეპოლიტიზებული და სასამართლომ ხარისხობრივად გააუმჯობესა თავისი მუშაობა. თუმცა გვაქვს უამრავი გამოწვევა, წილად გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა და ახლა გვჭირდება დრო, რომ ეს ყველაფერი გავაუმჯობესოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

ჩემი 2 თვის შვილი როცა 25 წლის გახდება, სასამართლო კვლავ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ჩინჩალაძის კანდიდატურას უყრის კენჭს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^