საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკო განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხდა სერგეენკომ.
ბათუმში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით ერთი პირი გარდაიცვალა
როგორც „ლიბერალს“ ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტმა მეოთხე დღეს მიმართა ექიმს, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები ახლახან დაბრუნდნენ ადგილიდან, შევისავწლეთ მდგომარეობა, რადგან გამოკვლევის გარეშე ვერაფერს ვიტყვით, ამის შესახებ 3 საათზე ბრიფინგი გაიმართება და სრულ ინფორმაციას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაა ბათუმში გრიპთან მიმართებით“, - განაცხადა ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ია ჩხაიძემ.