Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

0.00046 გრამ დეზომორფინის ფლობისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებაზე საკონსტიტუციოს მიმართეს

25 დეკემბერი, 2018 19:08

მოქალაქე გიორგი გულიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის 0.00046 გრამის ოდენობის დამზადება-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასაჩივრებს. მოსარჩელის წარმომადგენლები არიან: გიორგი მშვენიერაძე, რაფიელ კაკაბაძე, ანა გოგლიძე, თეკლა მებურიშვილი, სალომე ჩუთლაშვილი, ვიტალი რიჟვაძე;

2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, გულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. სასჯელის ზომად კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რადგან მას აღმოჩნდა 0.1 მლ ნარკოტიკული ხსნარი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის სუფთა ოდენობა შეადგენდა 0.00046 გრამს, რაც დაკვალიფიცირდა დიდ ოდენობად.

სარჩელში ვკითხულობთ, რომ დეზომორფინის ერთჯერადი დოზის დასადგენად სპეციალისტები ეყრდნობიან კოდეინის ოდენობას, რომელიც გამოიყენება დეზომორფინის დასამზადებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ექსპერტთა მოსაზრების მიხედვით, საქართველოს პირობებში ნარკოდამოკიდებულის საშუალო ერთჯერადი დოზა დაახლოებით 0.0005 გრამი დეზომორფინია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ საშუალო რეგულარული ნარკოტიკების მომხმარებლისათვის ნარკოტიკული თრობის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 0.0005 გრამი დეზომორფინი. შესაბამისად, იმ პირებისათვის, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ აღნიშნულ ნივთიერებას 0.1 მლ ხსნარში არსებული 0.00046 გრამი დეზომორფინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნარკოტიკული თრობის მისაღებად და ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს გავრცელების საფრთხე.

მათი თქმით, მოცემულ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, მოსარჩელე გიორგი გულიკაშვილი არ წარმოადგენს იმ პირთა კატეგორიას, რომელსაც არ აქვს განვითარებული ტოლერანტობა აღნიშნული ნივთიერების მიმართ. შესაბამისად ის ოდენობა, რომელიც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი, არ შეიცავდა გავრცელების საფრთხეს და მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის იყო განკუთვნილი.

„ამასვე მოწმობს პროკურატურის მიერ მის წინააღდეგ წარდგენილი ბრალი და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დადგენილა აღნიშნული ნივთიერების გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალობა.

შესაბამისად, სსკ-ის აღნიშნული მუხლის საფუძველზე პირი არაპროპორციული სასჯელით ისჯება ისეთი რაოდენობის ნივთიერების დამზადება-შენახვისთვის, რასაც მხოლოდ მომხმარებლისთვის შეუძლია ზიანის მიყენება. შესაბამისად, მსჯავრდებული, გიორგი გულიკაშვილი წარმოადგენს რეალურ მსხვერპლს დასახელებული ნარკოტიკული ნივთიერებების იმ ოდენობის ნაწილში, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში, ვინაიდან დაუშვებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ქმედების განმახორციელებელს აყენებს ზიანს და სხვათა ჯანმრთელობას არ უქმნის რეალურ საფრთხეს", - ვკითხულობთ სარჩელში.   

ავტორები სარჩელში ასევე ახსენებენ საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 0,00009 გრამ დეზომორფინის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

„იდენტური შინაარსით გამოიყენება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი განსახილველ საქმეში. გიორგი გულიკაშვილის შემთხვევა სწორედ ისეთ შემთხვევას წარმოადგენს, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  აღნიშნა, რომ არ შეიძლება პირი სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. გიორგი გულიკაშვილის პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობები გამოუსადეგარია გავრცელებისათვის და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კი, მხოლოდ პირადი ზიანის მომტანი ოდენობისათვის თავისუფლების აღკვეთა, როდესაც არ არსებობს ამ ნივთიერების გავრცელების საფრთხე, მიიჩნევა არაპროპორციულ სასჯელად და შესაბამისად წინააღდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით ადამიანისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენს ადამიანის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას“, - ვკითხულობთ სარჩელში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ თავად ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, და არ გააჩნია შემხებლობა სხვათა ჯანმრთელობასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გასაჩივრებულია 0,00025 გრამ დეზომორფინის ფლობაზე თავისუფლების აღკვეთის გამოყება, ასევე, 0.0047და 0.000012574-ზე (EMC). 

სასამართლომ 0,00009 დეზომორფინის ფლობაზე პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^