საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებისა და მთავარი პროკურორის მზადყოფნას, უხელმძღვანელოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურის მზაობას, თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
„გაგრძელდეს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა“ - პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს
________________________
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურასთან 14 დეკემბრის შემდეგ შიმშილობდნენ. ისინი ითხოვდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ შეხებოდა და გამოძიება კვლავ გაგრძელებულიყო. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ ზვიად გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის შვილები მაინც აგრძელებდნენ შიმშილს და დროულ გამოძიებასთან ერთად სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვდნენ.
ცოტნე გამსახურდია: გენპროკურორი თანახმაა, გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.
სახალხო დამცველი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე დასკვნას ამზადებს