Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოვითხოვთ კანონში ცვლილებას, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები კონსენსუსით შეარჩიოს - ნაზი ჯანეზაშვილი

29 დეკემბერი, 2018 12:52

ფოტო: IPN

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საბჭოში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდნენ ინიციატივით და მოითხოვეს ორგანულ კანონში ცვლილებები, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულებს უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას კონსენსუსის წესით მიიროს გადაწყვეტილება.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ. 

როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისე ხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და პოზიციას. დღეს ჩვენ კვლავ ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან თანამშრომლობით შეიქმნება ისეთი პროცედურები, რომლებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არ შეცვლის არაფერს. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ. თუ ვინმეს მართლა უნდა რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას შესაძლებლობას იძლევა. დღეისათვის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნისას - ორი მესამედით. ბოლო შეხვედრაზე თქვენ ნახეთ, რომ მურუსიძის გასაუბრებაზე პროცესი მთლიანად მე და ანა დოლიძემ წარვმართეთ, თუმცა გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოვახდინეთ, რადგან მათ ორი მესამედით მიიღეს ყველა გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ირაკლი კობახიძე მხოლოდ გიორგი მიქაუტაძეს შეხვედა, რაც კლანის მხარდაჭერას ნიშნავს - ანა დოლიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^