აჭარაში გრიპის ვირუსით ექვსი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს 130 მოქალაქე გადის, მათგან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოძახებათა რაოდენობა გაიზარდა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრშიც, სადაც დღე-ღამის განმავლობაში 400-მდე გამოძახება ფიქსირდება.
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, დროულად მიმართონ უახლოეს კლინიკას.