ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობის მოპოვებას ულოცავს.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქზე წერს:
"სრულიად უკრაინელ ხალხს,
საქართველოს მუსლიმების სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც 7 იანვარს ტომოსის მიღებით განმტკიცდა სტამბულში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მართლმადიდებელ მრევლს. გამარჯვებისთვის განვლილი ეს დიდი ბრძოლის გზა იყო თავისუფალი და ღირსეული ერის სრული გამოვლინება. ამავე დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის წარმატებული, ახალი და მნიშვნელოვანი რეალობაა.
გულწრფელად ვუერთდებით უკრაინელი ხალხის სიხარულს და ოცნების ახდენას.
პატივისცემითა და წარმატებების სურვილით,
ტარიელ ნაკაიძე
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე", - წერს ნაკაიძე ფეისბუქზე.
6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსიგადასცა.
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.