
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი კუბოების შესაძენად ტენდერს აცხადებს.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტს 120 კუბოს შეძენა სურს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 27 356 ლარია.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „კუბოები ქალაქ ფოთში მცხოვრები, მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის იქნება განკუთვნილი".
კუბოები უნდა იყოს სტანდარტული ზომის, გამოკრული სარჩულით.