
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის თქმით, გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მსჯელობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ამ საკითხზე „ფაქტობრივად, კონსესუსი არსებობს“.
„გუნდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ფაქტობრივად, კონსენსუსი არსებობს უმრავლესობის რიგებში იმ საკითხთან მიმართებაში, რომ კანონმდებლობით უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმები და შესაბამისი სტანდარტები იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა პარლამენტში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს შესაძლებელია საგაზაფხულო სესიაზე. სესია კი იწყება თებერვალში,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა „რუსთავი 2-თან“.
კაჭრეთში უმრავლესობის ლიდერების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს